ჩვენი ვებგვერდი აგროვებს cookies
OK
ჩვენ დაგირეკავთ
ან დაგვირეკეთ
+995 322 151 311

ტკივილისა და სტრესის გარეშე

იმპლანტაცია სრულად

პრემიუმ კლასის იმპლანტები

პროფესიონალი ექიმები

1600 ლარიდან

როგორ შევარჩიოთ იმპლანტი სწორად?

3
2
1

როგორ მივხვდეთ, რომ იმპლანტი მართლაც ხარისხიანია?

რა უნდა ღირდეს ხარისხიანი იმპლანტი?

რა განსხვავებაა პრემიუმ, კარგი ხარისხის და ჩვეულებრივ იმპლანტებს შორის?

  • ოსტეოგენეზი

    ეს გახლავთ ძვლოვან ქსოვილთან იმპლანტის შეხორცების პროცესი. ჩვეულებრივი იმპლანტების შემთხვევაში ამ პროცესს შეიძლება 5-6 თვე დასჭირდეს. თუ იმპლანტი არის საშუალოზე მაღალი ხარისხის, პერიოდი 3 თვემდე მცირდება. პრემიუმ იმპლანტი, როგორიცაა, მაგალითად შვეიცარიული კომპანია Straumann-ის იმპლანტები, უნიკალური შემადგენლობის წყალობით ამ პერიოდს 1 თვემდე ამცირებს.
  • შეხორცების მაჩვენებელი

    მაღალი ხარისხის იმპლანტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. წამყვანი და სანდო ბრენდების შემთხვევაში ეს რიცხვი 98,5%-დან 99,6%-მდე მერყეობს. ის კომპანიები, რომლებიც იაფ იმპლანტებს აწარმოებენ, ამ დონის საიმედოობას ვერ შემოგთავაზებენ.
  • საკუთარი წარმოება

    დაპატენტებული შენადნობები, ძაფები, ზედაპირები, საკუთარი ძვლის შექმნა, მემბრანული სისტემები, სიღრმისეული სამეცნიერო და კლინიკური კვლევები - ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ იმპლანტმა რაც შეიძლება დიდხანს გაძლოს. ამ ტიპის განვითარებას ათწლეულები და უზარმაზარი რესურსები სჭირდება. გამომდინარე აქედან, კარგი იმპლანტი იაფი ვერ ეღირება.
  • იმპლანტების ფართო სპექტრი

    იმპლანტების მქონე პაციენტებზე ხანგრძლივი დაკვირვება საშუალებას იძლევა შემუშავდეს ისეთი პროდუქტები, რომლებიც კონკრეტულ და სპეციფიკურ სიტუაციებს ერგება. პრემიუმ ბრენდები იმპლანტების რამდენიმე ხაზს გვთავაზობენ, ორთოპედიული სამაგრების უზარმაზარი მრავალფეროვნებით. ჩვეულებრივი იმპლანტებს მსგავსი ფუფუნება არ აქვთ.

Maxident-ში ვმუშაობთ ორი სანდო და დროში გამოცდილი იმპლანტების ხაზით, რომელიც ჩვენს ხარისხის ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებს

წარმოების ქვეყანა: შვეიცარია

STRAUMANN

საუკეთესო იმპლანტი მსოფლიოში

იმპლანტების წარმოება 1974 წლიდან

საკუთარი სამეცნიერო ინსტიტუტი

დაპატენტებული ტიტანის შენადნობი @Roxolid, 50%-ით უფრო ძლიერი, ვიდრე სუფთა ტიტანი

დაპატენტებული @SLActive საფარი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ ოსტეოგენერაციას 1-1,5 თვეში

იმპლანტის შეხორცების მაჩვენებელი - 99.6%

იმპლანტების სამი დამოუკიდებელი ხაზი სხვადასხვა კლინიკური შემთხვევისთვის

წარმოება მხოლოდ შვეიცარიაში

იმპლანტაციის სისტემა Straumann (შვეიცარია) გახლავთ მსოფლიო ლიდერი იმპლანტაციის სფეროში. ეს არის კომპანია - ინოვატორი, რომელიც ტექნოლოგიურ აღმოჩენებს გვთავაზობს. Straumann იმპლანტების ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელმაც საკუთარი დაპატენტებული ტიტანის შენადნობი შეიმუშავა- Roxolid, რითაც გაზარდა იმპლანტის სიმყარე და გააუმჯობესა ბიოთავსებადობა. კომპანია გვთავაზობთ იმპლანტების ფართო სპექტრს (მოკლე, ულტრამოკლე, ულტრა თხელი) და ორთოპედიულ კომპონენტებს აბსოლუტურად ნებისმიერი კლინიკური შემთხვევისთვის. SLActive იმპლანტების ზედაპირს აქვს უმაღლესი ხარისხი და შეხორცების საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიოში.

Straumann - ეს ნიშნავს უმაღლესი ხარისხის შვეიცარიულ წარმოებას, სიზუსტესა და ინოვაციურობას.

წარმოების ქვეყანა: სამხრეთ კორეა

DENTIUM

ოპტიმალური არჩევანი

იმპლანტების წარმოება 2000 წლიდან

იმპლანტების ტოპ-2 ბრენდი სამხრეთ კორეაში

შედგება Grade 4 ტიტანის შენადნობისგან

ოსტეოგენერაცია - 2-3 თვე

იმპლანტის შეხორცების მაჩვენებელი - 98.5%

Dentium აქტიურად თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებთან და ინდუსტრიის ლიდერებთან, რათა გამოცადოს და თან წარმოაჩინოს თავისი პროდუქციის ტექნიკურად იდეალური მახასიათებლები - ვინაიდან სწორედ წარმატებული კლინიკური შემთხვევების რაოდენობა განასხვავებს ჩვეულებრივ იმპლანტანტებს პრემიუმ ხარისხის იმპლანტებისგან.

Dentium-ი თავისი Superline ფლაგმანი ხაზის იმპლანტებით თავდაჯერებულად მიიწევს წარმატებისკენ. იმისდა მიუხედავად, რომ სამშობლოში მისი პირდაპირი კონკურენტი კომპანია Osstem-ია (ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მსოფლიოში მე-3 გამოყენებული იმპლანტების რაოდენობით), Dentium-ი დამაჯერებლად იპყრობს კორეის ბაზარს და ფართოდ არის გავრცელებული კანადაში, აშშ-ში, ჩინეთსა და ევროპაში.

Dentium Superline იმპლანტები - უმაღლესი კლასის სისტემები, რომლებიც იდეალურია თანკბილვის ნებისმიერი დეფექტის აღსადგენად, მათ შორის, ედენტიის დროს ღიმილის არეში. გამოიყენება ექსპრეს იმპლანტაციისთვის და პროთეზის ეტაპობრივად დაყენებისთვის. 7-დან 14 მმ-მდე სიგრძითა და 5,8 მმ-მდე დიამეტრით იგი იდეალური ვარიანტია ნებისმიერი სტომატოლოგიური გადაწყვეტისათვის. Dentium Superline-ს აქვს სპეციალური კონფიგურაციის ორმაგი ძაფი, რომელიც ამარტივებს ინსტალაციას და ნაკლებ ტრავმას აყენებს ქსოვილს. ტიტანის ღეროს სტრუქტურა კი ხელს უშლის ძვალში მოძრაობას, ამიტომ ოსტეოინტეგრაცია მიმდინარეობს სწრაფად და გართულებების გარეშე.

გიჭირთ არჩევანის გაკეთება?

ჩვენი სპეციალისტი უფასო კონსულტაციაზე დაგეხმარებათ თქვენთვის იდეალური ვარიანტის შერჩევაში,
გაგაცნობთ ზუსტ ღირებულებას და შეგიდგენთ მკურნალობის გეგმას

Maxident-ში ვამაყობთ ჩვენი იმპლანტოლოგებით!

სანდო იმპლანტი - რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ ყურადსაღებია, თუ რა კვალიფიკაციის ექიმი გაგიკეთებთ ოპერაციას.

ყბა-სახის ქირურგი , იმპლანტოლოგი
მარიამ ოგანიანი
  • მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (რუსეთი) კურსდამთავრებული
  • მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი „ორალურ იმპლონტოლოგია“
  • ში, გიოტეს უნივერსიტეტი, (გერმანია)
  • International Team for Implantology - ს (ITI) წევრი
  • პერიიმლანტიტის მკურნალობის შესახებ სამეცნიერო წიგნის თანაავტორი
  • 1700+ წარმატებული იმპლანტაცია
ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი
გიორგი ჭკადუა
  • სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (რუსეთი) კურსდამთავრებული
  • იმპლანტოლოგიური პრაქტიკუმების მრავალგზის კურატორი
  • კომპლექსური All-on-4 და All-on-6 მკურნალობის სპეციალისტი
  • 2100+ წარმატებული იმპლანტაცია

როგორ მიმდინარეობს კონსულტაცია?

1
გავეცნობით თქვენს პრობლემას
ყბა-სახის ქირურგი დაათვალიერებს თქვენს პირის ღრუს და გიპასუხებთ შეკითხვებზე. გაგაცნობთ რისკებს, გადაგამისამართებთ კომპიუტერულ ტომოგრამაზე.
მიღება მაქსიდენტში, კონსულტაცია სტომატოლოგთან თბილისში
2
მარტივი სიტყვებით აღგიწერთ ოპერაციას
გეცოდინებათ რა როგორ ჩაივლის: რა იმპლანტი დაყენდება, რა ტიპის კონსტრუქციებია რეკომენდებული კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში და რატომ.
სტომატოლოგის მიღება თბილისში, მაქსიდენტის ექიმები
3
შეგიდგენთ მკურნალობის გეგმას
მიიღებთ თქვენთვის საჭირო პროცედურების ჩამონათვალს ზუსტი ფასებით. გარანტიას გაძლევთ, რომ ფასი არ შეიცვლება და არ გაჩნდება არანაირი დამატებითი გადასახადი.
მკურნალობის გეგმა სტომატოლოგთან თბილისში, კბილის იმპლანტები თბილისში

ჩაეწერეთ მიღებაზე

ნუ გადადებთ ბედნიერ ღიმილს სამომავლოდ

All on 4 და All on 6 პროთეზირება იმპლანტების საფუძველზე

როცა არ გსურთ სრული მოსახსნელი პროთეზის ტარება, სხვადასხვა ნაკლოვანებების გამო

All-on-4 და All-on-6 იმპლანტაციის ტექნიკა გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როცა პაციენტს ზედა ან ქვედა ყბის კბილები მთლიანად დაკარგული აქვს ან არსებული კბილები განადგურებულია, იშლება ან მორყევის ნიშნები აქვს. ეს მეთოდი გულისხმობს ყბაში 4 ან 6 იმპლანტის დაყენებას და შემდგომ მათ დატვირთვას ფიქსირებული ან ნაწილობრივ მოსახსნელი პროთეზით. ამ მეთოდის შერჩევისას გასათვალისწინებელია ძვლის სისქე, ყბის ზომა და შენარჩუნებული კბილების რაოდენობა.

All on 4 - მეთოდი, რომელიც გულისხმობს ყბაში 4 იმპლანტის ჩაყენებას. ფრონტალურ მიდამოში ვერტიკალურად მონტაჟდება 2 იმპლანტი. კიდევ 2 იმპლანტი 30-45* კუთხით - დისტალურ მონაკვეთებში, იქ, სადაც ძვლოვანი ქსოვილი საუკეთესოდ არის შენარჩუნებული.

ამ მეთოდის დროს შესაძლებელია ორი სახის პროთეზის გამოყენება - ნაწილობრივ მოსახსნელი და ფიქსირებული. ნაწილობრივ მოსახსნელი პროთეზი შედგება 14 კბილისგან. იგი მთლიანად აღადგენს საღეჭ ფუნქციას და აქვს ესთეტიკური იერსახე - კბილების ეს რაოდენობა საკმარისია ლამაზი ღიმილის შესაქმნელად და ღეჭვის ფუნქციისთვის. თუმცა ეს ვარიანტი ყველა პაციენტისთვის იდეალური არაა, რადგან პროთეზს მოხსნა და წმენდა სჭირდება.

4 იმპლანტზე პროთეზირების კიდევ ერთი ვარიანტია 10-12 კბილის ფიქსირებული პროთეზის დაყენება. ამ შემთხვევაში მინუსი არის ის, რომ კბილების ეს რაოდენობა არ არის საკმარისი ღიმილის სრული ხაზის შესაქმნელად. ამიტომ, თუ პაციენტს სურს ჰქონდეს ფიქსირებული პროთეზი და თან დიდი რაოდენობის კბილებით, ვთავაზობთ პროთეზირებას 6 იმპლანტზე.

All on 6 არის გაუმჯობესებული და მოდიფიცირებული All on 4 მეთოდი. იმპლანტების უფრო დიდი რაოდენობის გამო დატვირთვა თანაბრად ნაწილდება, რაც ამცირებს პროთეზის ჩამოშლის რისკს. All on 6 მეთოდი ქმნის მეტ სტაბილურობას, შედეგად, შესაძლებელია 14 გვირგვინისგან შემდგარი მუდმივი კონსტრუქციების დაყენება, რითაც ხდება საღეჭი ფუნქციის სრული აღდგენა. ამ მეთოდის მინუსი გახლავთ გაზრდილი ფასი.

ALL on 4

ALL on 6

გვეწვიეთ!

კონსულტაცია
მისამართი
თბილისი, კაზბეგის გამზირი, 28
სამუშაო გრაფიკი
ყოველდღე 10:00-დან 20:00-მდე